რუსთავში, მე-7 მიკრორაიონის #15 კორპუსში ბუნებრივი აირის ნამწვით 16 წლის გოგონა მოიწამლა. როცა კორპუსში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, გოგონა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობლიდან გაჟონა.
რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ბაჩილავას განცხადებით, ინტოქსიკაცია საშუალო სიმძიმის იყო, პაციენტს სასწრაფოს ექიმმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და ის კლინიკა ”რუსთავში” მიყვანამდე გონზე მოვიდა.
კლინიკა ,,რუსთავის” ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.