საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეკომპანიაში ინტერვიუს დროს პოროშენკოსთვის მიწერილ წერილზე ისაუბრა. მისი თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტს იმ შინაარსის წერილი მისწერა, რაც თავის დროზე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ედუარდ შევარდნაძეს მისწერა.
„მივწერე, რომ მან დამამცირა. შეუძლებელია, არ იცოდეთ, რომ მე მოსკოვის აგენტი არ ვარ, მაგრამ მე არ ვარ გაბრაზებული. თქვენთან დაკავშირებით აგრესიული მიზნები არ მაქვს. ამ ვითარებაში გამარჯვებულია პუტინი და მე მზად ვარ დასალაპარაკებლად“, მაგრამ რაზე ვილაპარაკოთ?! იმაზე, რაზეც ვესაუბრე პრეზიდენტ შევარდნაძეს. მასთან, რომელსაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ნახევარი წელი ჰქონდა დარჩენილი, ვისაუბრე ხელისუფლებიდან მისი მშვიდობიანად წასვლის პირობებზე: სისხლისღვრის გარეშე, ძალის გამოუყენებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა.