ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: მხდალ და მშიშარა ივანიშვილს ვიღაცაში ვეშლები

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2” -თან 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა.

“რომ ატრიალებენ ამბავს, თითქოს დაცვა რომ გორში დამახტა თავზე და რა მშიშარააო რომ ამბობენ? ვინ ატრიალებს ამას? მხდალი ნაძირლები! როდესმე ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და მტერს თავი დავუხარე? ამათ ვიღაცაში ვეშლები და ივანიშვილი, რომელიც არის ბოლომდე მშიშარა და მხდალი, მე ვეშლები ვიღაცაში. მე პრეზიდენტი ვიდექი იქ, სადაც იყო ბომბები და რომ დაინახა დაცვამ რომ ბომბდამშენი თავზე გვადგას, დამახტა თავზე და მერე?! ეს მთელი მსოფლიოსთვის იყო გამბედაობის სიმბოლო და ამ მართლა იმ ფარჩაკებითვის ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს საქართველოში, თავისი სიმხდალის

ასეთ სიტუაციაში მე ვმობილიზირდები და ვარ კარგ ფორმაში და ადრენალინი მაქვს და რაღაც ვარიანტში კარგ ხასიათზე ვდგები ხოლმე. ვერ ვიტყვი, რომ 2008-ში კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ აი აქ(უკრაინაში) ნამდვილად კარგ ხასიათზე ვიყავი.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე უკრაინის წინსვლასა და რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის წინსვლისთვის ის მზადაა, პრემიერმინისტრი გახდეს.

”მე ვიბრძვი პირველ რიგში დიდი ცვლილებებისთვის. ვიბრძვი იმისთვის, რომ უკრაინა გახდეს დაუმარცხებელი. თუ უკრაინა გახდება დაუმარცხებელი, რუსეთი განიდევნება, მათ შორის, კავკასიიდან. ვიბრძვი იმისთვის, რომ სამართლიანობა…. ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩატარდეს არჩევნები, ჩვენმა გაერთიანებულმა ძალებმა აიღონ უმრავლესობა და მე მზად ვარ, გავხდე უკრაინის პრემიერმინისტრი, თუ ამის აუცილებლობა დადგა, იმიტომ, რომ არ არის ეს ჩემთვის თვითმიზანი. გარდამავალმა მთავრობამ პირველ წელიწადს უნდა ჩაატაროს რეფორმები და შემდეგ ყველა უნდა წავიდეს.”

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა დაგეგმილი, რომ სააკაშვილი გახდეს პრემიერმინისტრი, ხოლო იულია ტიმოშენკო – პრეზიდენტი, სააკაშვილი პასუხობს, რომ არა, ასეთი სცენარი დაგეგმილი არაა.

”ვინ იქნება პრეზიდენტი და ვინ იქნება პრემიერი, ამას გადაწყვეტს უკრაინის ხალხი. ჩემს ამოცანას ვხედავ ბევრი ახალი ხალხის მოყვანაში და სწრაფი რეფორმების გატარებაში, რომ მოვწყდეთ, ამოვვარდეთ, ამოვიქაჩოთ ამ ჭაობიდან და სადღაც გავიქცეთ. აი წასვლას ამ ჭაობიდან მე ვუხელმძღვანელებ. მერე იმდენი კარგი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც არც არის ჭაობში ნამყოფი, ჩვენ მაინც ჭაობებში ვართ ყველა ნამყოფი, ჩვენ უნდა გავუხსნათ ახალ თაობას გზა, მერე აუცილებლად წავალ. ალბათ იქ, სადაც ექსტრადირებას მიპირებენ, მაგრამ ჯერ უნდა გავამარჯვებინოთ უკრაინას.”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....