ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არასრულწლოვნების საქმეებზე სპეციალიზებული პროკურორები იმუშავებენ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, პროკურორების, მოსამართლეების, პოლიციელებისა და ადვოკატების გადამზადების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 120 რიგითი პროკურორი და 120 მენეჯერი გადაამზადა.

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მომავალი წლიდან კი, იგეგმება, რომ ყველა დიდ ქალაქში, არასრულწლოვნების საქმეებზე, სპეციალიზებული პროკურორების გამოყოფა მოხდეს, რომლებიც მხოლოდ ასეთ საქმეებს ჩაიბარებენ.

რაც შეეხება სტატისტიკას, კოდექსის ამოქმედების შემდეგ, 2 წლის განმავლობაში, გამოვლენილია არასრულწლოვნების მიერ ჩადენილია 1149 დანაშაულის ფაქტი, საიდანაც 772-ის განრიდება მოხდა.

პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლონდა თოლორაიას განცხადებით, ლიბერალური მიდგომის პირობებში, განრიდებულების მხოლოდ 9%-ს შემთხვევაში დაფიქსირდა განმეორებითი დანაშაული.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს.

რეფორმის ფარგლებში, გამოძიების მონაწილე პირების გადამზადების მეორე ეტაპი მომავალ წელს დაიწყება.

იტვირთბა....