ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობაში ახალ ფრაქციას, გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს

უმრავლესობაში შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციას, რომელშიც ძირითადად მაჟორიტარები შევლენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.

ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, 18 დეკემბერს ბიუროს სხდომას წარედგინება ფრაქციის სრული შემადგენლობა და ასევე სახელწოდება.

„გიდასტრუბთ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, მე ვუხელმძღვანელებ მას და ძირითადად ამ ფრაქციაში მაჟორიტარები იქნებიან“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

იგი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში ფრაქციის შექმნის მიზეზად უფრო მეტ კოორდინაციას ასახელებს.

„ბევრი კომენტარი გაკეთდა და მეც იგივეს ვიტყვი, რომ უფრო მეტი კოორდინაცია, რომ იყოს ამიტომ იქმნება ფრაქცია. მიზეზი მეტი არაფერია. დიდი ხანია კონსულტაციები გრძელდებოდა და საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ამაში ახალი არაფერია და აბსოლუტურად არაფერს უკავშირდება, ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ“, – განაცხადა ენუქიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება და უმრავლესობა გადახალისებული შემადგენლობით საგაზაფხულო სესიაზე წარსდგება.

იტვირთბა....