aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობას ორი ახალი ფრაქცია დაემატება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება და უმრავლესობა გადახალისებული შემადგენლობით საგაზაფხულო სესიაზე წარსდგება.

“უმრავლესობის შიგნით იქმნება ორი ახალი ფრაქცია, ჩვენ საგაზაფხულო სესიაზე წარვსდგებით ახალი, გადახალისებული შემადგენლობით, ამაში ვგულისხმობ გადაჯგუფებას უკეთესი კოორდინაციისთვის, უკეთესი მენეჯმენტისათვის. ვფიქრობთ, რომ ამ გადაჯგუფების მთავარი მიზანი იქნება კარგი მენეჯმენტი. მართალია, რომ ერთი დიდი, 86- წევრიანი და 6 – წევრიანი პატარა ფრაქციები არ არის საუკეთესო მენეჯმენტის საფუძველი, რა თქმა უნდა, იქნება ერთი მთავარი ფრაქცია “ქართული ოცნება” და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია. ამ ფრაქციებს შორის ამ ჩაშლის ერთ-ერთი ინიციატორი პირადად მე გახლდით, იქედან გამომდინარე, რომ 86 – წევრიანი ერთი ფრაქცია და რამდენიმე 6- წევრიანი ფრაქცია მენეჯმენტის საუკეთესო წყარო არ შეიძლება იყოს” , – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....