იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი თეა წულუკიანმა და ინდონეზიის რესპუბლიკის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრმა ასმან აბნურმა მოაწერეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ინდონეზიელ კოლეგას სერვისების გაცემის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრაში დახმარება შესთავაზა.
ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.