ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების სამინისტრო 3 ათასი სტუდენტისთვის გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის პროექტს დაიწყებს

განათლების სამინისტრო სამი ათასი სტუდენტისთვის გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის პროექტს დაიწყებს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მინისტრი დღეს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად თსუ-ში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

„სამინისტრო სხვა მრავალ პროექტთან ერთად, დაიწყებს მნიშვნელოვან პროექტს უნივერსიტეტთან მიმართებით, ეს გახლავთ 3 ათასი სტუდენტისთვის გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა,“ – განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

იტვირთბა....