ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაესწრება თუ არა კალაძე საკრებულოს სხდომას: ოპოზიცია მერის მისვლას ითხოვს

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ დაადასტურა, რომ კახა კალაძე თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას დაესწრება.

“როგორც მე ვიცი, მერი მოდის”, – აცხადებს ბითაძე. ოპოზიცია მთელი დღის განმავლობაში კალაძეს ბიუჯეტის განხილვის დასწრებისკენ მოუწოდებდა.

ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობაში” საუბრობენ, რომ თბილისის მერი აუცილებლად უნდა დაესწროს ბიუჯეტის განხილვას.

თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ დედაქალაქის მერს ბიუჯეტის დამტკიცებაზე საკრებულოში მისვლას რეგლამენტი არ ავალდებულებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი 861 მილიონი ლარს შეადგენს. მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საკრებულომ დღეს 16:00 საათზე უნდა იმსჯელოს.

იტვირთბა....