საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია.
კერძოდ, საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და სასწავლო პროცესი 2018 წლის 15 იანვარს, ორშაბათს განახლდება.
ბაგა-ბაღები აღსაზრდელებს 22 დეკემბერს დაითხოვენ, ზამთრის არდადეგები დაიწყება 25 დეკემბრიდან და 15 იანვარს კი სააღმზრდელო პროცესი განახლდება.
უმაღლეს სასწავლებლებს არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს ყველა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თავად განსაზღვრავს.