ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 დეკემბრამდე

19 დეკემბრამდე უნალექო ამინდებია მოსალოდნელი,-ამის შესახებ “მეტრონომს” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში 16 და 17 დეკემბერს, შაბათ-კვირას, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +14 – +19 გრადუსი სითბო, ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია, თუმცა 17 დეკემბერს მცირე ნალექი შეინიშნება. ჰაერის ტემპერატურა +6 – +11 გრადუსი ტემპერატურა სითბო.

ამინდის შედარებით გაუარესებას სინოპტიკოსები 19 დეკემბრიდან ელიან.

იტვირთბა....