ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აფგან მუხთარლი თითს კვირიკაშვილისკენ იშვერს: ჟურნალისტი პროცესზე ალაპარაკდა

სასამართლო პროცესი გახმაურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის ეხება, გრძელდება. ჟურნალისტმა, სასამართლო პროცესზე თბილისში მისი დაკავების დეტალები გაიხსენა.მან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით ადრე თუ გვიან პასუხის გაცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწევს.

„სახლთან ახლოს პოლიციის სამმა თანამშრომელმა ძალით ჩამსვა მანქანაში, აეროპორტთან ახლოს ტრასაზე, თავზე ტომარა ჩამომაცვეს და თვალები ამიხვიეს. შემდეგ მეორე მანქანაში გადავჯექით, 1 საათის შემდეგ კი მესამეში. მესამე მანქანაში გადაჯდომიდან 15 წუთის შემდეგ, მომხსნეს ტომარა და აღმოვაჩინე, რომ აზერბაიჯანში ვარ. გზაზე ჩემთან ერთად სამი ადამიანი იყო. აზერბაიჯანში მიმდინარე სასამართლოს ვერ დავარქმევთ პროცესს, ეს სპექტაკლია. ჩემი მოტაცების დამკვეთები და შემსრულებლები არსებობენ. საინტერესოა, რომ იმ დღეს თბილისში არც ერთი კამერა არ მუშაობდა. საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან. მას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა. კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველამ ერთად დაგეგმა და სახელმწიფო დონეზე ჩაიდინა დანაშაული”, – განაცხადა მუხთარლიმ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც კრიტიკით გამოიჩეოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ, თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საპყრობილეში აღმოჩნდა.

იტვირთბა....