ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პუტინი სობჩაკს: “გინდათ, რომ ჩვენთან, მოედნებზე ირბინოს ათობით ასეთმა სააკაშვილმა?”

ვლადიმერ პუტინის წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ქსენია სობჩაკი მივიდა, რომელმაც როგორც ,,დოჟდის” ჟურნალისტმა პუტინს კითხვები დაუსვა.

სობჩაკმა რუსეთში არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე ისაუბრა. პუტინმა პასუხისას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინა და მაიდანი რამდენჯერმე ახსენა და მისი კონკურენტები სააკაშვილს შეადარა.

“თქვენ გინდათ, რომ აქ, ჩვენთან, მოედნებზე ირბინოს ათობით ასეთმა სააკაშვილმა? აი, ვინც თქვენ დაასახელეთ, ესეთი სააკაშვილები არიან მხოლოდ რუსულ გამოცემაში და თქვენ გინდათ, რომ მათ მოახდინონ სიტუაციის დესტაბილიზება ქვეყანაში? გინდათ, რომ ერთი მაიდნიდან მეორე მაიდანი გადავიტანოთ, რომ გვქონდეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები? ეს ყველაფერი ჩვენ გავიარეთ, თქვენ რა გინდათ, ეს ყველაფერი დააბრუნოთ?

დარწმუნებული ვარ, რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს არ სურს და ამას არ დაუშვებს.
რაც შეეხება კონკურენციას, ის უნდა იყოს და აუცილებლად იქნება. საკითხი მხოლოდ რადიკალიზმშია. აი, შეხედეთ, რა უქნეს მოძრაობა ,,ოკუპირებულ ვოლსტრითს“ , სად არის ახლა ის, აშშ-ში?”- აღნიშნა პუტინმა.

 

იტვირთბა....