ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გია გაჩეჩილაძის სიძემ პრემიერის სახელზე განცხადება შეიტანა

მომღერალ გია გაჩეჩილაძის სიძემ, რომელიც კომპანია “სიტროენ ჯორჯიას” გენერალური დირექტორია, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე ის განცხადება შეიტანა, რომელიც უკვე კონკურენციის სააგენტოშია წარდგენილი:

“ჩვენ გადავეცით პრემიერს სრული დოკუმენტაციის პაკეტი, რომ ის გაეცნოს სრულ დოკუმენტაციას, რომელიც უკვე წარდგენილი გვაქვს კონკურენციის სააგენტოსა და სასამართლოში”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოს წარუდგინა საჩივარი:

„2016-2017 წლებში მსუბუქი და მიკროავტობუსის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცხადებული 127 ტენდერიდან 57 ტენდერი ჩატარებულია კონკურენციის გარეშე ერთი პრეტენდენტის, ზემოაღნიშნული კომპანიებიდან ერთ-ერთის მონაწილეობით. ხოლო თანხობრივად კონკურენციის გარეშე ჩატარებული ტენდერები არის 20 897 585 ლარის ღირებულების. მხოლოდ 7 735 765 ლარის ღირებულების ტენდერებში ჰქონდა ადგილი კონკურენციას. რაც ნიშნავს იმას რომ, თანხობრივად ტენდერების 70% ჩატარდა კონკურენციის გარეშე და შესყიდვების მთელი საბიუჯეტო სახსრები განაწილდა ამ რამდენიმე კომპანიაზე. „სიტროენ ჯორჯიას“ ტენდერებში მონაწილეობის შედეგად გამოცხადებული ფასი ავტოსატრასპორტო საშუალებებზე დაახლოებით, 20%-ით ნაკლებია, ვიდრე ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასი. შესაბამისად, ბიუჯეტმა ზემოაღნიშნული კარტელური შეთანხმების შედეგად დაკარგა არაერთი მილიონი ლარი.
შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან უსაფუძვლო შექმნილმა ბარიერებმა, (მაგალითად, მას შემდეგ რაც “სიტროენ ჯორჯია” დაუმსახურებლად შეიყვანეს შავ სიაში, რაც ნიშნავს ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვას, გამოცხადდა 2 ტენდერი საერთო ღირებულებით 11704802 ლარი. ტენდერში უკონკურენციოდ „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ ყოველგვარი ფასის კლების გარეშე გაიმარჯვა, რაც შეადგენს მთელი ბიუჯეტის 60%-ს. საინტერესოა რატომ არ მიიღეს ტენდერებში მონაწილეობა ბაზარზე წარმოდგენილმა სხვა კომპანიებმა?) გამოიწვია, „სიტროენ ჯორჯიას“ საქართველოში „სიტროენის“ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელის, პარტნიორის მხრიდან იმპორტისა და დისტრიბუციის შესახებ ხელშეკრულების შეჩერება. ჩვენი შეფასებით ამის ძირითადი მიზეზი იყო, რომ საქართველოში ბაზარი არასტაბილური და კორუფციული აღმოჩნდა. შედეგად „სიტროენ ჯორჯიამ“ ვერ შესძლო რიგი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის თანამდებობა დატოვოს.
წინააღმდეგ შეთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

“ბოდიში, გიორგი, კარგია? საქმეს ეშველა?“: გაჩეჩილაძე კვირიკაშვილს პასუხობს

იტვირთბა....