მიხეილ სააკაშვილი ოდესის მერობაზე ოცნებობს, – ამის შესახებ მან „24-ე არხის“ ეთერში განაცხადა:
„იცით, რაზე ვოცნებობ? მინდა წავიდე და ოდესის მერი გავხდე. არ ვხუმრობ, მართლა მინდა ოდესა წინ წავწიო. მაგრამ ოდესის წამოწევა მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი თამაშის წესები შეიცვლება“ – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტობა არ სურს.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, კიევის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.უკრაინის გენერალური პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს. პროკურატურას გასაჩივრებისთვის 5 დღე აქვს.
უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკითხვაზე 18 დეკემბერს დაიბარა.