ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

რუსთავში ფიროსმანისა და სპორტის ქუჩების გადაკვეთაზე “ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომობილი თავდაპირველად “მერსედესს” შეეჯახა, შემდეგ კი ხეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად მსუბუქი, ზედაპირული დაზიანებები მიიღეს “ბე-ემ-ვე”-ში მსხდომმა სამმა კაცმა, ასევე მსუბუქად დაშავდა “მერსედესის” მძღოლი ქალი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

იტვირთბა....