ახალი ამბები მთავარი სამართალი

აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრაზე შსს განცხადებას ავრცელებს

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დამნაშავის დადგენა-დაკავების მიზნით, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

შემთხვევის ადგილზე მისვლისას, სამართალდამცველებს დაჭრილი 1979 წელს დაბადებული ლ.ნ. დახვდათ, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი ლ.ნ. საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით – 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამ დროისთვის, დამნაშავის დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

იტვირთბა....