თბილისში, აბაშიძის 68-ში სროლა იყო. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მამაკაცი დაჭრეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არ არის. “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლებით.