ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

2018 წლის საბიუჯეტო დოკუმენტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს

თბილისის ახლად არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ საფინანსო დოკუმენტის კორექტირებული ვერსია,საკრებულოს დეპუტატებს გადაუგზავნა. დედაქალაქის საკრებულო, 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს, თუმცა 2018 წლის ბიუჯეტის დოკუმენტი მიუღებელია საკრებულოს ოპოზიციისთვის, პარტიის წევრები, საცობებისა და დასაქმების პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც კვლავ მოუგვარებელი დარჩება.  2018 წლის საფინანსო დოკუმენტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ „თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, არაფრით არ განსხვავდება არსებითად, დავით ნარმანიას ძალიან ცუდი ბიუჯეტებისგან. ეს არის ბიუჯეტი, სადაც გაზრდილია კორუფციული ხვრელები, სადაც გაზრდილია ბიუროკრატია და ეს არის ბიუჯეტი, სადაც მომავალ წელს ვერ მოგვარდება საცობების, პარკირების, სოციალური პრობლემები, ასევე დასაქმების პრობლემა, ინფრასტრუქტურული პრობლემები”

2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო – თბილისის” თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმაც: „წელს, ქვეყნის ბიუჯეტიც არ ითვალისწინებს პენსიების ზრდას და წარმოიდგინეთ, ასეთ გაზრდილ ფასებზე, საკვებზე, მედიკამენტებზე, 50 ლარიანი დანამატი თავისუფლად შეუძლია თბილისმა გაუკეთოს თბილისელპენსიონრებს“- აღნიშნა გაბაშვილმა.

ასევე, საპასუხო კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამაც: „არასდროს, არცერთი ჩვენი გუნდის წარმომადგენელს არ ქონდა აქცენტირება, რომ პენსია გაიზრდებოდა. ეს არის მტკნარი სიცრუე. ის დაპირებების, რაც წინასაარჩევნოდ ჩვენ გავაჟღერეთ და მხარი დაუჭირა დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ, სწორედ ეს პრიორიტეტებია განსაზღვრული ბიუჯეტში,“ – განაცხადა ზარქუამ.

იტვირთბა....