ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ახლა რეჟიმი რომ იყოს, შენ იქნებოდი ციხეში”: დაპირისპირება სასამართლოზე

დაპირისპირება მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველსა და ბრალდებულ გურამ დონაძეს შორის.

ია მეტრეველის უკმაყოფილება ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას კითხვას მოჰყვა, ფირცხალავამ მოწმე გიორგი ჭანტურიას ჰკითხა, 2006 წელს სასამართლოში ფიცის ქვეშ მისცა თუ არა ცრუ ჩვენება, მეტრეველმა უპასუხა, რომ მაშინ რეჟიმი იყო და მოუწია ამის გაკეთება.

გურამ დონაძემ განაცხადა, რომ ახლაც უარესი რეჟიმია, საიდანაც დაიწყო კიდეც დაპირისპირება.

“ახლა რეჟიმი რომ იყოს, შენ დიდი ხნის წინ იქნებოდი ციხეში” – მიმართა ია მეტრეველმა გურამ დონაძეს.

meotkhe.ge

იტვირთბა....