მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პრემიერთან მეგობრობის მიუხედავად არ აპირებს გაჩუმებას. მას დავა აქვს სპორტის სამინისტროს მიერ გაფორმებულ 57 ტენდერზე, რომელიც ხეჩიკაშვილის უწყებამ უკონკურენტოდ გასცა.
,,ისე აკეთებენ თითქოს პირველად ესმით, მთელი საზოგადოებრივი აზრი ჩემსკენაა. რაც გამოსასწორებელია, გამოვასწოროთ… ბოდიში კი არა… ბოდიში, გიორგი, კარგია ? მოგწონს? საქმეს ეშველა?“-მიმართავს გაჩეჩილაძე პრემიერს ,,ტვ პირველის“ ეთერიდან.
გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.
დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის თანამდებობა დატოვოს.
წინააღმდეგ შეთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.