ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მოქალაქეობის საკითხი მომავალი წლის ნოემბრის ნაცვლად, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება

საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მოქალაქეობის საკითხი მომავალი წლის ნოემბრის ნაცვლად, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

”ახალი რედაქციის კონსტიტუციით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აპრიორი საქართველოს მოქალაქობის დაკარგვის საფუძველი აღარ არის. იყო შემოთავაზება, რომ შესაბამისი ნორმა აგვემოქმედებინა უფრო ადრე, ვიდრე სხვა რეგულაციები. კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს შესაბამისი ჩანაწერი ემატება და როგორც კი ცვლილებები გამოქვეყნდება, ამოქმედდება ნორმა მოქალაქეობის თაობაზე”- აღნიშა კობახიძემ.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ. უქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა. გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პარტიები მიიღებენ.

ახალი პროექტის თანახმად, იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-16 მუხლი. ასევე ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. 2024 წელს კი პრეზიდენტს ხმოსნების ნაცვლად, საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

იტვირთბა....