ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჭიაბერაშვილი: საქართველოში შავი ფული ტრიალებს

“ევროპული საქართველოს”  წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში შავი ფული ტრიალებს და  ტენდერების გარეშე,  ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები სარგებლობენ. ჭიაბერაშვილის თქმით, ეს კომპანიები არჩევნებზე თანხებს “ქართულ ოცნებას” წირავენ.

“ჩვენ ვხედავთ ტენდერის გარეშე გაცემულ თანხებს ერთ პირთან მოლაპარაკებებით, როდესაც ხელისუფლებიდან პირდაპირ სარგებლობენ მათთან დაახლოებული კომპანიები და ამ კომპანიების მფლობელები უზარმაზარ თანხებს წირავენ „ქართულ ოცნებას“, როდესაც სრულიად შეუსაბამოა „ქართული ოცნების“ მთელი ოპოზიციური სპექტრის ფინანსური რესურსი არჩევნებზე, ეს არის ყველაზე სავალალო მდგომარეობა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას არ სჯერდება.

ჩვენ ვნახეთ, საპარლამენტო ინიციატივა „ქართული ოცნებიდან“, როდესაც ისინი შეეცადნენ პრორუსული პარტიისათვის ბიუჯეტიდან დამატებით 600 000 ლარის გამოყოფას. ეს არის ყველაზე სავალალო მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლება საბიუჯეტო თანხებს იყენებს პოლიტიკური მიზნებისათვის“–აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

იტვირთბა....