ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პიკის საათებში მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის არსებული 3,5 წუთიანი ინტერვალი 2,5 წუთამდე შემცირდება

“თბილისის სატრანსპორტო  კომპანიის” ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე აცხადებს, რომ  პიკის საათებში მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის არსებული 3,5 წუთიანი ინტერვალი 2,5 წუთამდე შემცირდება. მისი თქმით, ამის აუცილებლობა მეტროზე მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე გახდა.

მისივე განცხადებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია”  თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, 10 მეტროსადგურისთვის სარემონტო სამუშოების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც 10 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

„პიკის საათში მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი ამჟამად დაახლოებით 3,5 წუთი გვაქვს. თუმცა, ორი ახალი შემადგენლობის შეძენისა და კიდევ ორი ახალი შემადგენლობის მოდერნიზების შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს, პიკის საათებში მეტროში მატარებლებს შორის ინტერვალი 2,5 წთ შემცირდება”, – განაცხადა მამუკა კობახიძემ და დასძინა, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტში 14 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

 

იტვირთბა....