ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ვოლსკი: არ ვიცი, რის საფუძველზე ამბობს „უცნობი“ ჩვენთვის უცნობ ფაქტებს

“ქართული ოცნების”ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი გიორგი გაჩეჩილაძეს გამოეხმაურა,როელიც სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის კარტერულ შეთანხმებაზე საუბრობს: “მე არ ვიცი, რის საფუძველზე ამბობს „უცნობი“ ჩვენთვის უცნობ ფაქტებს, საიდან მოაქვს. იმედია, რაღაც არგუმენტები გააჩნია, უნდა ჩამოწეროს და შეიტანოს შესაბამის სტრუქტურაში მოკვლევისთვის,“- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი გაჩეჩილაძემ და “სტარეონ ჯორჯიას” ადვოკატებმა სპეციალური ბრიფინგზე განაცხადეს,რომ კარტერული შეთანხმებით, სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ზარალი ადგება. მან დღევნდელ ბრიფინგზე კონკრეტული გვარებიც დაასახელა და ამ თემასთან დაკავშირებით მის მეგობართან, გიორგი კვირიკაშვილთან კომუნიკაციაც გაიხსენა.

„მე იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ მას SMS-თაც კი მივწერე, რომ ძალიან დიდი უსამართლო ხდება მეთქი სახელმწიფო შესყიდვებში. მეორე დღეს მის თანაშემწეს შევხვდი და მან მითხრა, რომ სასამართლოსთვის მიმემართა. აქ მივხვდი თუ რამდენად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია ის. სანამ ამ ბიუჯეტის ხვრას და არასახელმწიფოებრივ მიდგომას არ შეეშვებიან, მითუმეტეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პრინციპში დღეს აღარ არის ეს ადამიანი წარმომადგენელი, ვისზეც ვსაუბრობ, არც მინდა მისი გვარის დასახელება და სარგებლობენ პრემიერმინისტრის ხასიათით, წესიერებით, ამიტომაც დგამენ ასეთ ნაბიჯებს.

“როგორც ვირთხები, ისე არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე მიმდგრები და წოვენ სისხლს მერამდენე წელია და ამით უნდათ, რომ გასვარონ გიორგის პატიოსნება, ღირსეული ადამიანის სახელი, ამას მე პირადად არავის შევარჩენ. მას შეეძლო ჩარეულიყო კიდეც, მაგრამ ზუსტად ამიტომაც ვაფასებ, რომ არ ჩაერია,“ – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

იტვირთბა....