ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იან კელი: სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით

ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი აცხადებს,  რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. კელის თქმით, მთავარია, რომ სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს.

“პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან ყურდღებით ვაკვირდებით ამ საკითხს, ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგა უკრაინაში. მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს და ყველა ამას დააკვირდება.
რაც შეეხება ამ მოვლენების ასახვას საქართველოზე, ის არის საქართველოს ყოფილი მეთაური. ჩვენი ინტერესია საქართველოს დავეხმაროთ წინ წავიდეს, განვითარდეს და გახდეს უფრო წარმატებული. ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ფოკუსირებულია მომავალზე”, – განაცხადა იან კელიმ.

 

 

იტვირთბა....