პოლიტოლოგი გია ხუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“როგორც ვხედავ, მიშას სახურავზე გაქცევაზე ძირითადად ორი კატეგორიის ხალხი ქილიკობს:
1. რომელიც ჯიბეში ეჯდა და ხელებს უკოცნიდა.
2. ვინც თვითონ გაურბოდა.
ვინც მიშას მისი ზეობის პერიოდში ებრძოდა, არც გაქცეულა და ყველაფერი გადაიტანა, ისინი ჩუმად არიან.
“საფლავზე მოცეკვავე” სულმოკლე ხალხი… მითუმეტეს, რომ საფლავამდე კიდევ შორია.”-წერს ხუხაშვილი.
კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.