ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში ხანძარია. სკოლის პედაგოგების ინფორმაციით, ცეცხლი შეშის ღუმელს გაუჩნდა.
ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. სასწავლო პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია და მოსწავლეების ჯამრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.