ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა სააკაშვილის მიღებაზე-ნიკა გვარამია

სიმართლე გითხრათ, დაუჯერებელია, პოროშენკო-ლუცენკომ სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობა არ მოითხოვონ, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია წერს:

“არავითარი ლოგიკა ამაში არაა.
ჯერ ერთი, შინაპატიმრობის მოსათხოვნად, წინასწარ დაკავება აბსურდია;
მეორე, სააკაშვილის გარეთ გამოშვება, მით უფრო, უზარმაზარი აქციის შემდეგ, თვითმკვლელობაა პოროშენკოსთვის;
მესამე, ოლიგარქიის ამოცანაა სააკაშვილის მოშორება უკრაინის პოლიტიკური და გეოგრაფიული სივრციდან. ამ მხრივ, იდეალურია მისი საქართველოსთვის გადმოცემა ფსევდო-კანონიერი გზით (ამიტომაც დაჩქარებულად მიმდინარეობს მისის მოქალაქეობის საქმეების განხილვა) ან სულაც უკანონოდ, როგორც მოლდაველი ოპოზიციონერი ვიაჩესლავ პლატონი გაიტაცა ესბეუმ იზოლატორიდან და გადასცა მოლდაველ ოლიგარქ პლახოტნიუკს (ოლიგარქს, ხაზს ვუსვამ);
მეოთხე, წინასწარ რომ საუბრობენ შინაპატიმრობაზე, არაფრის მთქმელი არაა (უფრო პირიქით, საეჭვოა). ამის მიზეზი, სავარაუდოდ, პროტესტის დამშვიდება იყო (რაც ვერ მოხერხდა). წინააღმდეგ შემთხვევაში, პრესსპიკერი კი არ ილაპარაკებდა ამაზე, აქამდე შეტანილი იქნებოდა შუამდგომლობა სასამართლოში, რაც არ მომხდარა;
რ2ისთვის ზუსტადაა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა სააკაშვილის მიღებაზე, თუმცა სანაცვლო პირობა დაუყენა უკრაინის მხარეს (ეს პირობაც ცნობილია). და ალოგიკურია, ჯერ გაუშვან სააკაშვილი, მერე მოქალაქეობის საკითხებზე უარი უთხრან და ისევ დაკავებაზე იჩალიჩონ ექსტრადიციის ან დეპორტაციის მიზნით.
იმედია, ვცდები. მაგრამ ლოგიკა და გამოცდილება მკარნახობს, რომ ხვალ უკრაინის პროკურატურა სააკაშილისთვის წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. ცხადია, ბევრი რამე არ ვიცით და არსებობს ჩვენთვის უცნობი დეტალები, რომლებსაც შეუძლიათ საერთო სურათის რადიკალურად შეცვლა.
იმედია, ვცდები.” – წერს გვარამია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა გადაწყდეს, შესაძლოა, დღეს გაიმართოს, – ამის შესახებ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა. მისივე ცნობით, პროკურორები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის შიდა პატიმრობას და მისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას მოითხოვენ.
მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

იტვირთბა....