თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს თბილისში, ჭავჭავაძისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მათივე ინფორმაციით, 11 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირზე.
“12 დეკემბერს, ამავე საათებში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ იქნება შეზღუდული, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე პეკინის ქუჩაზე. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.