ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კიევში სააკაშვილის ინიციატივით საპროტესტო აქცია დაიწყო

კიევში საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები შევჩენკოს ბულვარში ადგილობრივი დროით12:00 საათზე შეიკრიბნენ და ევრომაიდნის მიმართლებით მსვლელობას გამართავენ.

დღევანდელი მარში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით იმართება. საპროტესტო მსვლელონა მანამდე დაიგეგმა ვიდრე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კიევში სამართალდამცველები დააკავებდნენ. მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები და მხარდამჭერები უკრაინის პრეზოდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთრლობას ის შიმშილობას წინასწარი მოთავსების იზოლატორში აგრძელებს. სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

სწორედ 11 დეკემბერს ეწურება გამოძიებას 72 საათიანი ვადა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი დაპატიმრებიდან წინასწარ პატიმრობაში იგი კიდევ 2 დღე დარჩება. უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია.

გუშინ  სააკაშვილმა Facebook-ზე განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....