ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლუცენკოს სახლთან “ავტომაიდნის” მონაწილეებმა აქცია გამართეს

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლთან, სადაც ავტომაიდნის“ მონაწილეები აქცია გამართეს, დაპირისპირება მოხდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ლუცენკოს სახლთან ბლოკ პეტრო პოროშენკოს დეპუტატი, ოლეგ ბარნი მივიდა.

ბარნმა აქტივისტებს მიმართა, რომ ისინი თანხის გამო იყვნენ შეკრებილები, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დეპუტატის განცხადებით, გაღიზიანებულა აქტივისტებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამდენიმე წუთში დეპუტატმა ოლეგ ბარნმა მომხრეებთან ერთად ტერიტორია დატოვა.

აქტივისტების აქციაში 200-მდე ავტომობილი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეები გენპროკურორს მოუწოდებენ, ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე ზეწოლა შეწყვიტოს და მის გადადგომას ითხოვენ.

უკრაინის გენერალური პროკურორის სახლთან სამართალდამცველები ამ დრომდე არიან მობილიზებულები. მედიის ინფორმაციით, ლუცენკო სახლში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია.  მისი დაპატიმრებიდან უკვე 12 საათი გავიდა და სავარაუდოდ, წინასწარ პატიმრობაში იგი კიდევ 2 დღე დარჩება.  სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას. უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია.

მიხეილ სააკაშვილ დღეს, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან  Facebook-ზე განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....