ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: დასავლეთი სააკაშვილის დაკავებას უკრაინის შიდა საქმედ მიიჩნევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაველ კლიმკინის განცხადებით, დასავლეთი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკრაინის შიდა საქმედ მიიჩნევს.

ამის შესახებ “ინტერფაქს-უკრაინა” იუწყება.

“ეს უკრაინის საქმეა: აკეთეთ საკუთარი საქმე, მაგრამ დარჩით სამართლებრივი ველის ფარგლებში. ყველაფერი ძალიან მარტივია. ფორმალურ, განსხვავებულ რეაქციას თქვენ ვერ მოისმენთ, ვინაიდან ევროპაში ესმით, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს ევროპული საზოგადოება და ევროპული ქვეყანა – ეს სამართლის უზენაესობას ემყარება”, – განაცხადა პაველ კლიმკინმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია.  მისი დაპატიმრებიდან უკვე 12 საათი გავიდა და სავარაუდოდ, წინასწარ პატიმრობაში იგი კიდევ 2 დღე დარჩება.  სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას. უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია.

მიხეილ სააკაშვილ დღეს, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან  Facebook-ზე განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....