ვანის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი ნალექის შედეგად სტიქიაა. ძლიერი წვიმის გამო, მდინარე ჭიშურა ადიდდა, რასაც ვანის მუნიციპალიტეტსა და სოფელ გადიდს შორის დამაკავშირებელი ხიდის დატბორვა მოჰყვა.
წყალმა ხიდს საძირკველი გამოაცალა და ორი სოფელი ერთმანეთს მოსწყვიტა. ამის გამო კი, მანქანების მოძრაობა აიკრძალა. სოფელში მოხვედრა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და გუბერნიის წარმომადგენლები იმყოფებიან.