ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პოროშენკო: სააკაშვილი საერთაშორისო ყურადღებად არ ღირს

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, კიევში მიმდინარე მოვლენებთან და უშუალოდ, ოდესის ყოფილ გუბერნატორთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები არ ღირს საერთაშორისო ყურადღებად, – ამის შესახებ მან ვილნიუსში, ლიტვის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც პოროშენკო ამბობს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინა:

“თუ ჩვენ ვაფასებთ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციას,  ის საერთაშორისო ყურადღებად არ ღირს. კონკრეტულ ბრალდებებზე,  რომლებიც მის წინააღმდეგ არის წაყენებული,  გამჭვირვალე გზით უნდა მოხდეს გამოძიება და რაც მთავარია,  გამჭვირვალე უნდა იყოს სასამართლო, რომ  ეფექტური ვერდიქტი დაიდოს”.

პოროშენკოს  თქმით, ეს არის ის, რაც უკარინას გარანტიას აძლევს იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო:

“თუ ვინმე დანაშაულს სჩადის, მან პასუხი უნდა აგოს. თუკი ვინმე დადანაშაულებულია და  სამართალდამცველებს გაუბრის, ის კანონს არღვევს. ამაზე კი პასუხი უნდა აგოს.  ეს პოლიტიკურ დევნად არ უნდა შეფასდეს.  კანონის დარღვევა არ შეიძლება არც უკარინაში და არც -ლიტვაში”. – განაცხადა პოროშენკომ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლიტვის პრეზიდენტმაც.  მისი თქმით, სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია მხოლოდ უკრაინის შიდა საქმეა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობის მიერ ძებნილად არის გამოცხადებული და მას რამდენიმე მუხლით, მათ შორის, დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის აქვს ბრალი წაყენებული. ამის პარალელურად, სააკაშვილი რადასთან აქციებს მართავს და პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვს.

 

ექსპერტები სააკაშვილზე: “კიევიდან წამოსული ამბები დასავლეთის იმედგაცრუებას იწვევს”

იტვირთბა....