ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კულტურის სამინისტროში შემცირებები იწყება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შედეგად, კულტურის და სპორტის გაერთიანებულ სამინისტროში კადრები შემცირდება. მისი თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში გარკვეული ოპტიმიზაცია და შემცირებები იქნება. მინისტრის განცხადებით, ამ რეორგანიზაციას 3 თვე არ დასჭირდება და გეგმის წარსადგენად ბევრად უფრო ადრე იქნებიან.

„სამინისტროში სამწუხაროდ რეორგანიზაცია და კადრების შემცირება მოხდება.  ვფიქრობ, ჩვენს სამინისტროს ამ ნაწილში 3 თვე არ დასჭირდება და ამ გეგმის წარსადგენად მზად ბევრად უფრო ადრე ვიქნებით, თუმცა კონკრეტულ ციფრებს მაშინ მოგახსენებთ, როცა ეს გეგმა ჩამოყალიბებული იქნება.

წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმალურად ვინარჩუნებთ დარგობრივ მიმართულებას – სპორტს და კულტურას. ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში იქნება გარკვეული ოპტიმიზაცია და შემცირებები.

კადრების შემცირებას ვვარაუდობ, თუმცა ეს შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ნაწილს, ვინაიდან დარგობრივ ნაწილში სრულად ვინარჩუნებთ კადრებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალები არიან და ჩვენ არც ერთი პროფესიონალის დაკარგვა არ გვინდა”, – განაცხადა გიორგაძემ.

იტვირთბა....