დღეს, 8 დეკემბერს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ “მეტრონომს” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დღეს დასავლეთში ძლიერად თოვს, თუმცა ნალექი საღამოს შესუსტდება.
ხვალ, 9 დეკემბრეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 10-15 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 5-10 გრადუსია მოსალოდნელი.
ხვალ თბილისში უნალექო ამინდია, ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
10 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდს და 12-17 გრადუს ტემპერატურას ელიან. აღმოსავლეთ საქართველოში 6-11 გრადუსი იქნება. თბილისში ასევე უნალექო ამინდია.
11 დეკემბერს კვალ მოსალოდნელია ნალექი მთელი საქართველოს მასშტაბით.
12 დეკემბრიდან სინოპტიკოსები უნალექო ამინდებს ელიან.