ახალი ამბები მთავარი სამართალი

“როგორც არ უნდა დაარბიონ ბანაკი, ხალხი გაერთიანებას იწყებს”

“ჩვენ დასახმარებლად ჩვეულებრივი მოქალაქეები მოდიან და ეს ერთიანობის მაჩვენებელია. როგორც არ უნდა დაარბიონ ეს ბანაკი და მე ვიცი, რომ ხელისუფლებას ამის გეგმა აქვს, ხალხი გაერთიანებას იწყებს”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც მის გასათავისუფლებლად და მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, მხარს არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საპროტესტო მოძრაობის საბოლოო მიზანს უჭერენ.

„ადამიანები, რომლებიც პოლიციის ავტობუსიდან მათავისუფლებდნენ, მიხეილ სააკაშვილისთვის არ იბრძოდნენ. ხალხი აქ დგას და პოლიციის თავდასხმას იგერიებს, არა მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ საერთო გამარჯვებისთვის. გამარჯვება კი, ხელისუფლებიდან ოლიგარქატის ჩამოშორებას, ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნას გულისხმობს. როდესაც ვერცერთი ოლიგარქი ვეღარ შეძლებს უკრაინის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას, ეს იქნება გამარჯვება. ადამიანებს მოაქვთ კარვების ქალაქში ფული, საკვები და შეშა. ჩვენ დასახმარებლად ჩვეულებრივი მოქალაქეები მოდიან და ეს ერთიანობის მაჩვენებელია. როგორც არ უნდა დაარბიონ ეს ბანაკი და მე ვიცი, რომ ხელისუფლებას ამის გეგმა აქვს, ხალხი გაერთიანებას იწყებს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.

სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.
სააკაშვილს ხელისუფლებამ 24 საათიანი ვადა მისცა, რის შემდეგაც მას დააკავებენ.

იტვირთბა....