ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი ირმა ჭკადუაა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის სურვილი კიდევ ერთმა კანდიდატმა გამოთქვა. ადვოკატი ირმა ჭკადუა  აცხადებს, რომ ის  საკუთარი კანდიდატურას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დააყენებს.

ჭკადუამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი უკვე შეიტანა და ამ საკითხზე ხვალ, 11:00 საათზე ასოციაციაში პრესკონფერენციას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ირმა ჭკადუა საპროკურორო საბჭოს წევრიც არის. ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს 9 დეკემბერს აირჩევენ. კანდიდატებს შორის ირმა ჭკადუას გარდა არიან: დავით ლანჩავა, დავით ებრალიძე, დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია. ამჟამად, ასოაციაციას ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობს.

იტვირთბა....