აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არავის მკვლელობას არ ვგეგმავდი”: დეკანოზმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან

 

 

„საქმის შესწავლისას ნახავთ, რომ მე არავის მკვლელობას არ ვგეგმავდი. ეს ყველაფერი საქმის მთავარმა მოწმემაც დაადასტურა და თქვა, რომ ეს იყო მხოლოდ მისი ვარაუდი, ვარაუდების გამო კი ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება და სასჯელის მისჯა არ შეიძლება”- ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში დეკანოზმა გიორგი მამალაძემ განაცხადა, სადაც დღეს საქმის განხილვა დაიწყო.

ამ წუთებში მიმდინარეობს ბრალდების მხარის მიერ პროცესის დახურვის თაობაზე დაყენებული შუამდგომლობის განხილვა.

”არ უარვყოფ, რომ ამ ნივთიერებით ვიყავი დაინტერესებული შორენა თეთრუაშვილის თხოვნით. სამწუხაროა, რომ სასამართლოზე ეს მან უარყო“, – განაცხადა მამალაძემ.

მან მადლობა გადაუხადა მედიას და ომბუდსმენს, გულისტკივილი გამოთქვა საპატრიარქოს და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო.
მისი თქმით, მასზე დაკავების დღიდან ზეწოლა მიმდინარეობს, არ აძლევენ უფლებას რომ დაესწროს საპატიმროს ეზოში არსებულ ტაძარში მსახურებას.

მამალაძე უნდობლობას უცხადებს მართლსაჯულებას, სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად მან დატოვა სასამართლო სხდომა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....