“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე გახდა. საიას გამგეობის წევრებს თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს – სულხან სალაძესა და სოფო ჭარელს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი. ხმათა უმრავლესობით საიას თავმჯდომარე 1 წლით სულხან სალაძე გახდა.
საიას თავმჯდომარეობა ერთი და იგივე პირს მხოლოდ ზედიზედ და მაქსიმუმ 3-ჯერ შეუძლია. საიას თავმჯდომარე ბოლო 3 წლის განმავლობაში ანა ნაცვლიშვილი იყო.