რადაში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, 24 საათის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებს ჩაბარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Украинская правда ავრცელებს.
“მას შემდეგ, რაც 24 საათის განმავლობაში უკრაინის მთელი სამართალდამცავი სისტემები ყველაფერს გააკეთებენ, აუცილებელია მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი გამომძიებლების წინაშე წარდგეს და შემდეგ სასამართლოში”, – განაცხადა ლუცენკომ.
მან სააკაშვილს მოუწოდა,უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ოთხშაბათს, 6 დეკემბერს გამოცხადდეს. გარდა ამისა, იური ლუცენკომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს საპროტესტო აქციების შეწყვეტა მოსთხოვა.
შეგახსენებთ, დღეს მიკროავტობუსში დაკავებული სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს და ახლა ისინი რადას შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც აქცია მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით.