“ჩვენ ყველაზე უდიდესი ერი ვართ ევროპაში. მათ სურთ, რომ მე დამაპატიმრონ ცრუ ბრალდებით, არ მისცეთ მათ ამის საშუალება. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ, მე სიცოცხლეს გავწირავ, ჩემი სიცოცხლე ეს თქვენი სიცოცხლეა. ეს უკრაინის განადგურების მცდელობაა”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც მისი მხარდამჭერების დახმარებით იმ მიკროავტობუსიდან თავი დააღწია, სადაც დაკავებული იყო სამართალდამცველების მიერ.
სააკაშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ რადასთან მივიდნენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვონ. მას ხელზე ხელბორკილი უკეთია.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერების დახმარებით დატოვა ის მიკროავტობუსი, რომელშიც სამართალდაცმეველებს ჰყავდათ დაკავებული.