ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

იულია ტიმოშენკომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით,  ორი რევოლუციის შემდეგ, მასობრივი რეპრესიების შემდეგ, მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე მიმდინარეობს მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.

იულია ტიმოშენკომ რადას დეპუტატებს, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობას, გენერალურ პროკურორს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას  მიმართა, რომ რადაში მივიდნენ. მისი თქმით,  მათ უნდა  მოისმინონ ახსნა-განმარტება სააკაშვილის დაკავების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

„როდესაც მასთან შეცვივდნენ სახლში, არ უშვებდნენ ადვოკატებს, არ უშვებდნენ დეპუტატებს, აიძულეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასულიყო სახურავზე და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის აპირებდა სახურავიდან გადმოხტომას, რადგანაც ეს იყო მისი პროტესტი იმ პოლიტიკური მოქმედების წინააღმდეგ, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ექსპრეზიდენტს. არავის აქვს უფლება, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე პრაქტიკულად განახორციელოს პოლიტიკური ტერორი, რომელიც დღეს გახდა უკრაინის სახე. შევთანხმდით, ერთობლივ შეხვედრაზე, რათა შევხვდეთ 14:00 საათზე,“ – განაცხადა ტიმოშენკომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მანქანა, რომელშიც დაკავებული სააკაშვილი იმყოფება ტერიტორიას ვერ ტოვებს, რადგანაც ის ალყაში მის მომხრეებს ჰყავს მოქცეული.

მუხლი, რომლითაც  მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მომხრემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა მას, ამის საშუალება მას სამართალდამცველებმა და იქ შეკრებილმა აქტივისტებმა არ მისცეს.

იტვირთბა....