„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა, კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მედიასთან გამოეხმაურა:
„ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლებები ასე არ უნდა ექცეოდნენ. არასწორია და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში – უკრაინაში ხდება. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები ქვეყანაში, ამიტომ, პრობლემა საქართველოდან არის დაწყებული და საქართველოში უნდა მოგვარდეს. დასრულდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტპატიმრების ეპოქა და ქვეყანამ უნდა გადაშალოს ახალი ფურცელი. რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ კიევში, პასუხისმგებლობა ბუნებრივია, პოლიტიკურ დევნაზე სწორედ ივანიშვილის რეჟიმზეა,’’- განაცხადა გიგი უგულავამ.
მიხეილ სააკაშვილი კიევში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. მიკროავტობუსთან, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი ადვოკატი და მხარდამჭერები არიან მობილიზებულნი.
სააკაშვილს ბრალს დანაშაულებრივ ჯგუფთან თანამშრომლობის მუხლით წაუყენებენ