უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ბლოკში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკავშირდება ეჭვებს, რომ ის და მისი გუნდი მიმალვაში მყოფ ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსგან ფინანსდებოდნენ, – ამის შესახებ რადაში განაცხადა დეპუტატმა არტურ გერასიმოვმა. ინფორმაციას უკრაინული მედია “TV 24” ავრცელებს:
“ჩხრეკა, რომელიც დღეს ჩატარდა, დაკაშირებულია საფუძვლიან ეჭვთან, რომ სააკაშვილის გუნდი ფინანსდებოდა იანიკოვიჩის გუნდიდან, კერძოდ, კურჩენკოსგან”-განაცხადა გერასიმოვმა.
ასევე, მეორე დეპუტატმა, სერგეი ბერეზენკომ განაცხადა, რომ გენერალური პროკურორი ლუცენკო დღეს ამასთან დაკავშირებით სენსაციურ განცხადებას გაავრცელებს:
” ე.წ. “მიხო-მაიდანის” დაფინანსების უტყუარი წყაროები არსებობს. ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით და ეს საქმე გახსნილია. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც აფინანსებენ სააკაშვილის გუნდს, პრესისთვის, ისევე როგორც მთელი უკრაინისთვის, სერიოზული სიურპრიზი იქნება”.
ამ წუთებში ის მიკროავტობუსი, რომელშიც დაკავებული სააკაშვილი იმყოფება, მისი მომხრეების მიერ ბლოკირებულია.
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მომხრემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა