ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქართველოს პროკურატურა: სააკაშვილის დაკავების შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ  საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ.  როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი აცხადებს, სააკაშვილის დაკავების შესახებ უკრაინის პროკურატურისგან  არანაირი სახის  ინფორმაცია არ მიუღიათ. უწყების ინფორმაციით, მათ არც სააკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით იციან რამე. ორი ქვეყნის უწყებებს შორის ჯერჯერობით ოფიციალური კონტაქტი არ მომხდარა.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისათვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა.რაც შეეხება უშუალოდ დღეს განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია”, – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მანქანა, რომელშიც დაკავებული სააკაშვილი იმყოფება ტერიტორიას ვერ ტოვებს, რადგანაც ის ალყაში მის მომხრეებს ჰყავს მოქცეული.

მუხლი, რომლითაც  მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მომხრემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა მას, ამის საშუალება მას სამართალდამცველებმა და იქ შეკრებილმა აქტივისტებმა არ მისცეს.

 

 

იტვირთბა....