ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიკროავტობუსი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გადაყავთ ალყაშია მოქცეული

მიკროავტობუსი, რომლითაც  დაკავებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი  მიხეილ სააკაშვილი გადაჰყავთ ალყაშია მოქცეული. ავტომანქანას გადაადგილების საშუალებას ადგილზე შეკრებილი სააკაშვილის მხადამჭერები არ აძლევენ.  ისინი  ამ დრომდე რჩებიან მის საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც სააკაშვილი ცოტა ხნის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სააკაშვილის რამდენიმე მომხრე დააკავა. ადგილზე სიტუაცია დაძაბულია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სპეცრაზმა, მიხიელ სააკაშვილის ბინის კარი შეამტვრიეს – ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ავრცელებს.

ტელეკომპანია „NEWS ONE“-თან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის ბინის კარი სავარაუდოდ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შეამტვრიეს.

ამ წუთებში სააკაშვილის სახლთან მისი მხარდამჭერები და აქტივისტები, თანაგუნდელები და ადვოკატები არიან შეკრებილი. ამასთან, სახლთან მივიდა სახანძრო და სასწრაფო. უკრაინული მედიის ცნობით სააკაშვილი სახლის სახურავზე იმყოფება.

უკრაინის უშიშროების სამსახურში დაადასტურეს მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკის ფაქტი – ამის შესახებ იფორმაციას უკრაინული ტელეარხი TV24 ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დილიდან საქართველოს ექსპრეზიდენტის საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის თანაგუნდელები, ადვოკატები და მხარდამჭერები.

 

 

 

იტვირთბა....