ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

სააკაშვილს ბრალს დანაშაულებრივ ჯგუფთან თანამშრომლობის მუხლით წაუყენებენ

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის  256-ე მუხლით წაუყენებენ ბრალს, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას გულისხმობს, -ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ბრალი, რომელსაც, სავარაუდოდ, სააკაშვილს წარუდგენენ 3-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე, შესაძლოა მას 110-ე, სამშობლოს ღალატის მუხლით წაუყენონ ბრალი.

სავარაუდოდ საკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კიევის სასმართლო დღესვე იმსჯელებს.
მიხეილ სააკაშვილი კიევში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. მიკროავტობუსთან, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი ადვოკატი და მხარდამჭერები არიან მობილიზებულნი.

იტვირთბა....