ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკრაინის პარლამენტრის წევრი: პოროშენკო სააკაშვილის დაჭერას ან ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს

უკრაინის პარლამენტის წევრი იგორ სოგოლევი “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ პოროშენკო ცდილობს იმ ადამიანის დაჭერას და ქვეყნიდან გაძევებას, რომელიც უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის. მისი თქმით, მასთან ერთად უკრაინის უშიშროება ცდილობს იმ ადამიანების დაკავებასაც, რომლებიც კორუფციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სპეცრაზმა, მიხიელ სააკაშვილის ბინის კარი შეამტვრიეს – ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ავრცელებს.

ტელეკომპანია „NEWS ONE“-თან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის ბინის კარი სავარაუდოდ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შეამტვრიეს.

ამ წუთებში სააკაშვილის სახლთან მისი მხარდამჭერები და აქტივისტები, თანაგუნდელები და ადვოკატები არიან შეკრებილი. ამასთან, სახლთან მივიდა სახანძრო და სასწრაფო. უკრაინული მედიის ცნობით სააკაშვილი სახლის სახურავზე იმყოფება.

უკრაინის უშიშროების სამსახურში დაადასტურეს მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკის ფაქტი – ამის შესახებ იფორმაციას უკრაინული ტელეარხი TV24 ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დილიდან საქართველოს ექსპრეზიდენტის საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის თანაგუნდელები, ადვოკატები და მხარდამჭერები.

იტვირთბა....